სხვა აქტივობები

2017 წლის 28აპრილი

სამტრედიის #2 საჯარო სკოლის  მასწავლებლის   ლია თელიას   რეფლექსია
  შევადგინე მრავალჯერადი გამოყენების მიზნით საინფორმაციო გაზეთი  თემაზე  ,,ბუნებრივი მოვლენები“.  ინგლისურ  ენაში VII კლასი.    

რესურსი განვათავსე ინტერნეტში ჩემს ბლოგზე.  მისი მისამართია   http://ltelia2010.blogspot.com

  მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეკრულების მიზნით.    უცხ.11.33   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს ლექსიკონის სტრუქტურის ნიმუშებს, ილუსტრაციებს.
·         მოიძიებს ინფორმაციას / სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით.
·         იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის / ტექსტის შესაქმნელად / დასამუშავებლად.
·         მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებაში, სკოლის ბიბლიოთეკაში, მასწავლებლებთან და სხვა)

       ამ რესურსის გამოყენებით გაკვეთილზე  უზრუნველავი  მოსწავლეთა ჩართულობა  საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებმა   უფრო   მეტი მასალა მოიძიეს და მეტად დაინტერესდნენ საგაკვეთილო მასალის ირგვლივ.  უფრო მეტი მასალა  მოიძიეს და მის შესახებ შეადგინეს  კედლის გაზეთი, რომელიც გააფორმეს თავიანთ მიერ მოძიებული სურათებით. ამ რესურსის გამოყენებით უფრო  ადვილად შევძელი  ახალი სიტყვების დამახსოვრება და  გადასაცემი მასალის   უკეთ გაგება.  ვფიქრობ აღნიშნული რესურსი სასარგებლო იქნება სხვა მასწავლებლებისათვისაც.
    


Комментариев нет:

Отправить комментарий